2026 წლის 4 თვეში თბილისში 14 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა
2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 641 შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.2%-ით გაიზარდა და 1 857 შეადგინა (2026 წლის 4 თვეში +15.4% წ/წ), ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 1 784 შეადგინა (2026 წლის 4 თვეში +13.7% წ/წ).
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული ჯამურად, 2026 წლის იანვარ-აპრილში თბილისში სულ 14 548 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+22.4% წ/წ).