ანეკდოტები
- აი, ხომ ამბობდნენ მეცნიერები, ქართული ანბანი უნიკალურიაო...
- რითია უნიკალური?
- აბა, 65 მილიონი რომელი ანბანი ღირს მსოფლიოში, დამისახელე!
კაცი კლდიდან ვარდება და გზადაგზა ბალახს ებღაუჭება. მეორე უყურებს და ეძახის:
- გაუშვი ხელი ბალახს, მე ამოგიყვან.
- კი მაგრამ, როგორ ამომიყვან?
- მე ჯადოქარი ვარ...
კაცმა ბალახს ხელი გაუშვა და უფსკრულში ჩავარდა. მეორემ ჩაილაპარაკა:
- ვაა, ეს ჯადოქრობა ვერაფრით დავამუღამე და რომ არც ვეშვები...
ორი პროგრამისტი საუბრობს.
პირველი:
- აუ, მოდი, რა, დღეს მაინც ნუ ვილაპარაკებთ კომპიუტერებზე...
მეორე:
- კარგი, მაშინ ქალებზე ვილაპარაკოთ. გუშინ მივიყვანე სახლში მაგარი "ნაშა", გავხადე და გადავაწვინე კომპიუტერზე.
პირველი:
- ვაა, მართლააა? რა კომპიუტერი გაქვს?
- წუხელ სიზმარში ვითომ ყელსაბამი მიყიდე. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს? – ეკითხება ცოლი ქმარს.
- ო, შე ეშმაკო, შენა! ამ საღამოსვე გაიგებ, რას ნიშნავს.
საღამოს ცოლი ხელებში ეცა ქმარს, შეხვეული ნივთი გამოჰგლიჯა, გახსნა და... სიზმრის ახსნის წიგნი შერჩა ხელთ.