MyHome უძრავი ქონების გარიგებებს ამარტივებს - პლატფორმას ხელშეკრულებების შაბლონები დაემატა
უძრავი ქონების უდიდესი პლატფორმა საქართველოში, MyHome, მომხმარებლებს ახალ ფუნქციონალს სთავაზობს, რომელიც ბინის ქირაობისა თუ ყიდვა-გაყიდვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. პლატფორმაზე სპეციალური სექცია - ხელშეკრულებების შაბლონები დაემატა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წინასწარ გამზადებული დოკუმენტაციით სარგებლობა.
როგორც წესი, უძრავი ქონების გარიგებისას, იქნება ეს ბინის ყიდვა-გაყიდვა თუ საცხოვრებლის დაქირავება, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გამართული დოკუმენტაციის მოძიება ან შედგენაა. ხშირად მომხმარებლებს უწევთ ინტერნეტში არასანდო წყაროების ძიება ან დამატებითი რესურსის ხარჯვა იურიდიული ფორმების მოსამზადებლად. MyHome-ის ახალი ინიციატივა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად - გარიგების პროცესი ერთ ეკოსისტემაში მოექცა, რაც დაზოგავს დროს და პროცესს უფრო კომფორტულს გახდის.
ახალ სექციაში მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს სხვადასხვა სცენარისთვის მორგებული შაბლონები, მათ შორის:
- ბინის ყიდვა-გაყიდვისა და ქირავნობის ხელშეკრულება;
- წინარე ხელშეკრულება და ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა;
- დოკუმენტები ფასის ან ვადის ცვლილების შესახებ.
„ჩვენი მიზანია, MyHome იყოს არა მხოლოდ ადგილი, სადაც ადამიანები უძრავ ქონებას ეძებენ, არამედ პლატფორმა, რომელიც გარიგების დასრულებამდე მათ ყველა ეტაპზე დაეხმარება. მომხმარებლებისგან ხშირად გვესმოდა, რომ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გარკვეული ბარიერები იქმნებოდა. ხელშეკრულებების შაბლონების დამატებით, ჩვენ ვუპასუხეთ ამ საჭიროებას და პროცესი უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გავხადეთ როგორც გამყიდველებისთვის, ისე მყიდველებისა და გამქირავებლებისთვის“, - აცხადებენ MyHome-ში.
ახალი ფუნქციონალი განსაკუთრებით პრაქტიკულია მათთვის, ვინც დამოუკიდებლად, შუამავლის გარეშე ცდილობს ბინის დაგირავებას, გაქირავებას ან გაყიდვას. ასევე, ის სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება ბროკერებისა და მცირე დეველოპერებისთვისაც.
უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ფორმალობები ახლა უფრო მარტივი სამართავია. შაბლონები უკვე ხელმისაწვდომია MyHome-ის ვებგვერდზე: https://www.myhome.ge/xelshekrulebis-shabloni/
R