რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა - კვირის პალიტრა

რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე 1 პირი დააკავეს.

გამოძიება სსსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"