განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა - კვირის პალიტრა

განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა.

სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის განმავლობაში, მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის პირობებს, ასევე სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, მოსწავლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მობილური ტელეფონების/სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი სპეციალური სათავსის მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს.

ბრძანების თანახმად, სკოლებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის მობილური ტელეფონების/სმარტფონების და “ჭკვიანი“ საათების შესანახი, სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-მონტაჟი.

ბრძანების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის განმავლობაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება აკრძალულია, გარდა სკოლის შინაგანაწესით დადგენილი შემთხვევებისა.

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე, სასწავლო პროცესის განმავლობაში მათი ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა და გამოყენება.

განაგრძეთ კითხვა