“არ შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას, არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება“ - თორნიკე შარაშენიძე - კვირის პალიტრა

“არ შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას, არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება“ - თორნიკე შარაშენიძე

არ შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას. არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რითაც 11 ივნისს უვიზო რეჟიმზე ევროკავშირ-საქართველოს შორის დაგეგმილ დიალოგს ეხმაურება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობა, წელს ისეთი დაძაბული არ არის, როგორც შარშან.

„სხვათა შორის, შარშან მსგავს შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წევრები მიწვეული არ იყვნენ, ხოლო წელს ამ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები მიწვეულები არიან. შარშან გაცილებით უარესი და დაძაბული იყო ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობა. მადლობა ღმერთს, წელს ასეთი დაძაბული არ არის და შარშან თუ არ გააჩერეს უვიზო მიმოსვლა, წელს რატომ უნდა გააჩერონ. ასე რომ, არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება. ვიზალიბერალიზაცია ხომ მოიცავს რაღაც თემებს, უკანონო მიგრაციას და ა.შ. ამის კონტროლი სულ ხდება და ის დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მივიღებდით ვიზალიბერალიზაციას. რეალურად ამაზე იქნება ძირითადად აქცენტი“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

განაგრძეთ კითხვა