ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია - კვირის პალიტრა

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

რომში მიმდინარე გრან პრის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენმა, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ანამ პირველ წრეში მასპინძელ, იტალიელ მეტოქეს სძლია, ხოლო ტურნირის მეორე ეტაპზე მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა.

ჯაფარიძემ ფინალში მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის პირველობის ოთხგზის გამარჯვებული და პარალიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანი, თურქი მერიემ ბეთიულ ჩავდარი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

sportall.ge