"ერთი მეთევზე დაიღუპა და 4 დაშავდა" - შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა - რას წერს თურქული მედია - კვირის პალიტრა

"ერთი მეთევზე დაიღუპა და 4 დაშავდა" - შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა - რას წერს თურქული მედია

შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის სანაპირო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებით, შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად მყოფ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემ DURU 67-ზე თავდასხმა 5 ივნისს განხორციელდა.

თავდასხმის შედეგად ერთი მეთევზე დაიღუპა და 4 დაშავდა.

მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ გემი ჩაიძირა, ხოლო დაშავებულების ევაკუაცია ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა განახორციელა.