"მომავალ კვირას მსოფლიოს შევახსენებთ, თუ რატომ ვართ საუკეთესოები" - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურია ვაშინგტონიდან
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია შვილთან და ძმასთან ერთად ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც მომდევნო კვირას, თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
"მომავალ კვირას მსოფლიოს შევახსენებთ, თუ რატომ ვართ საუკეთესოები", - წერს ილია თოფურია.
ცნობისთვის, 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია გახდა UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ხოლო 2025 წლის 28 ივნისს, ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. ვრცლად