“სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა - ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს დემოკრატიულ ევროპულ მომავალს” - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.
"ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს დემოკრატიულ ევროპულ მომავალს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!“- წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.