ისრაელმა ბეირუთი დაბომბა, ირანი ისრაელზე დასარტყმელად ემზადება, ტრამპის მოლაპარაკებები კი წყალში იყრება? - კვირის პალიტრა

ისრაელმა ბეირუთი დაბომბა, ირანი ისრაელზე დასარტყმელად ემზადება, ტრამპის მოლაპარაკებები კი წყალში იყრება?

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე დღის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და ყველაფრის მცოდნე ამერიკელმა ჟურნალისტებმა გამოქექეს, რომ ტრამპმა თითქოს ნეთანიაჰუს ხმამაღალ ტონში მოსთხოვა, რომ ისრაელს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამხრეთ ლიბანსა და მითუმეტეს ბეირუთშიც „ჰეზბოლას“ დაბომბვები...

საქმე ის არის,რომ 7 აპრილს შეჩერებული ამერიკა-ირანის ომის შემდგომ პერიოდში მიმდინარე ურთულეს მოლაპარაკებებში,თეირანის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა,რომ ისრაელმა აღარ განახორციელოს ლიბანის ტერიტორიის დაბომბვა,რაზეც პრინციპში აშშ-ებიც თანახმაა,თუმცა იმ შემთხვევაში თუკი „ჰეზბოლაც“ შეწყვეტს სამხრეთ ლიბანიდან რაკეტების გაშვებას ისრაელის ჩრდილოეთი ნაწილის მიმართულებით...

2-beiruti-1780857273.jpg
...ისრაელმა კი საპასუხოდ ბეირუთის საცხოვრებელი უბანი დაბომბა...

როგორც ჩანს,ნეთანიაჰუმ დიდად არაფრად ჩააგდო ტრამპის „მრისხანე“ ტონი და დღეს,7 ივნისს ბეირუთის დაჰიას რაიონი ძლიერად დაბომბა,იმ მოტივით,რომ მანამდე „ჰეზბოლამ“ გაუშვა რაკეტები ისრაელის მიმართულებით და „ჰეზბოლას“ მეთაურობის შტაბი სწორედ ბეირუთის დაჰიას რაიონში მდებარეობსო..

„ამაღამ ისრაელის თავზე ცას კარგად დააკვირდით“-აცხადებენ თეირანში და დიდი ალბათობით ისრაელისკენ ირანული ბალისტიკური რაკეტების გაშვებას აპირებენ,როგორც ეს ბევრჯერ გააკეთეს იმ 39 დღიან ომში,რომელიც პრინციპში ისრაელმა და აშშ-ებამ ერთობლივი ძალებით წამოიწყეს 2026 წლის 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ და აქტიური საბრძოლო მოქმედებები(ძირითადად საჰაერო დარტყმების გაცვლა) 7 აპრილამდე გაგრძელდა.

თუკი ამაღამ,7-8 ივნისის ღამეს ანუ თუნდაც მომდევნო დღეებში ირანი მართლაც განაახლებს ისრაელის სამხედრო აეროდრომებისა და ქალაქებისკენ ბალისტიკურ რაკეტების გაშვებას,ეს ტრამპის მოლაპარაკებების წყალში ჩაყრის ტოლფასი გახდება,რადგან ისრაელი თავის მხრიდან აუცილებლად დაარტყამს ირანს და განახლდება „ქალაქების სარაკეტო ომი“...

3-beiruti-1780857272.png
ბეირუთის დაბომბვის საპასუხოდ კი ირანი ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებს ამაღამ ისრაელისკენ გასაშვებად...

არადა, პრეზიდენტი ტრამპი რამდენი ხანია „ფეხს ითრევს“ და არანაირად არ სურს აქტიური საბრძოლო მოქმედებების განახლება.მან თავი მაშინაც კი შეიკავა,როდესაც რამდენიმე დღის წინ ირანმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია ქუვეითს და იქ მდებარე ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზას,რასაც რამდენიმე ამერიკელი სამხედროს დაჭრაც კი მოჰყვა და წესით ტრამპს კარგი მიზეზი და სრული მორალული უფლებაც ჰქონდა ამერიკული ავიაცია მასიურად „მიესია“ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზების დასაბომბად...

როგორც ჩანს,პრეზიდენტი ტრამპი ყველანაირად იკავებს თავს 3 ნოემბრამდე,როდესაც აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს და არანაირად არ სურს ამ არჩევნებს ირანთან გახურებულ ომში შეხვდეს,რადგან ტრამპის საშინაო და საგარეო პოლიტიკით ძალზე უკმაყოფილო მილიონობით ამერიკელმა ამომრჩეველმა ხმა ტრამპის მოწინააღმდეგე დემოკრატებს შეიძლება მისცენ,ხოლო კონგრესში უმრავლეობაში მოსული დემოკრატები კი,პირველ რიგში...პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების მექანიზმს გაუშვებენ...

P.S. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან 41 წუთში ირანმა 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელისკენ...