ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანას დაარტყა - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ობიექტის ნაწილი დაზიანდა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იუწყება.
სააგენტოს ცნობით, სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ბანდარ-ე მაჰშარში მდებარე Karun Petrochemical Company-ის ისრაელის მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა კომპლექსში „რამდენიმე სამიზნეს დაარტყა“.
“ინტერპრესნიუსი“