სკანდალი გრძელდება: ნარკოტესტის პასუხი დადებითია - დატოვებს თუ არა თურქი მსახიობი ცნობილ სერიალს - კვირის პალიტრა

სკანდალი გრძელდება: ნარკოტესტის პასუხი დადებითია - დატოვებს თუ არა თურქი მსახიობი ცნობილ სერიალს

ბა­ქირ­ქო­ის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბი გა­სა­ჯა­როვ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, რო­მე­ლიც სტამ­ბო­ლის რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­სა და მუღ­ლა­ში 25 მი­სა­მარ­თზე გან­ხორ­ცი­ელ­და, 20 პირი და­ა­კა­ვეს. მათ შო­რის იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა სა­ხე­ე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მათ­გან სის­ხლის, შარ­დი­სა და თმის ნი­მუ­შე­ბი აი­ღეს. ამ ეტაპ­ზე 9 პირი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, 11 კი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­სდგა.

718177142-3065773727146863-5090301190325676664-n-37426-1780902318.jpg

ვინ აღ­მოჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ?სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის (ATK) დას­კვნის მი­ხედ­ვით, შე­დე­გე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და:

და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე:

ონურ ტუნა (მსა­ხი­ო­ბი) და ოზ­გი­ურ დე­ნიზ ჯე­ლა­ტი (ინფლუ­ენ­სე­რი): სის­ხლში, შარ­დსა და თმის ნი­მუ­შებ­ში აღ­მოჩ­ნდა კა­ნა­ფის (მა­რი­ხუ­ა­ნას) კვა­ლი.

ფატ­მა ულუ­დან გუ­გუ­ნი (მომ­ღე­რა­ლი) და ქუბ­რა იმ­რენ სი­აჰდე­მი­რი (ფრენ­ბურ­თე­ლი): ასე­ვე და­უ­დას­ტურ­დათ კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბა სა­მი­ვე სა­ხის ნი­მუშ­ში.

განაგრძეთ კითხვა