“ როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“ - რას აცხადებს ვიზალიბერალიზაციაზე შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

“ როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“ - რას აცხადებს ვიზალიბერალიზაციაზე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებები ეხება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე მთლიანად მედიასაშუალებებს.

ცვლილების თანახმად, პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ცალკეულ ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდებათ, ასევე დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით გაუუქმდეს მთლიანად მედიასაშუალებას.

„როგორც იცით, თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას და იყო რაღაც გარკვეული საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და ამ მხრივ დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან, ასე რომ, დღეს აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები ჩემს ბრძანებაში. იცით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის არის პირველ ჯერზე ერთი თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორების შემთხვევაში არის 6 თვე აკრედიტაციის შეჩერება, ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება ერთი თვე და მეორე ჯერზე იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

განაგრძეთ კითხვა