საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დაისჯება - რა ცვლილებებია კანონში - კვირის პალიტრა

საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დაისჯება - რა ცვლილებებია კანონში

შს სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქი­სა და უცხო­ე­ლის ფიქ­ცი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად ყოფ­ნის სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

სას­ჯე­ლის სა­ხით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა ვა­დით ორი­დან ათ წლამ­დე ან ჯა­რი­მა ან ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა ვა­დით ერ­თი­დან ორ წლამ­დე ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ვა­დით ორ წლამ­დე.უწყე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში მთელ რიგ სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­სა და უცხო­ელს შო­რის ქორ­წი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი რე­გუ­ლირ­დე­ბა. გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის ახა­ლი სახე − სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მე­უღ­ლის ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა, რო­მე­ლიც გა­ი­ცე­მა მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბის ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბამ­დე. ამას­თან, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მამ­დე შე­მოწ­მდე­ბა ქორ­წი­ნე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა და ამ მიზ­ნით შე­იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს უცხო­ე­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის­თვის სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლის შეც­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბი­თა და ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით.

განაგრძეთ კითხვა