შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მოულოდნელად გარდაიცვალა
შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ადვოკატი თინათინ (თიკო) ბერიაშვილი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგოს ახლობლები.
როგორც AMBEBI.GE-ს მისმა ახლობლებმა განუცხადეს, ახალგაზრდამ სახლში გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის დაიღუპა.
“თავზარდაცემულები ვართ, თიკო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მშობიარობას გადაჰყვა, ტყუპებს ელოდებოდა, დედა და ბავშვები გარდაიცვალნენ. მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. შოკირებულები ვართ მომხდარით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ბედნიერი უნდა ყოფილიყო ეს ლამაზი ოჯახი, არაჩვეულებრივი ულამაზესი გოგო იყო, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, უნდა გაეხარა თავის ლამაზ ოჯახთან ერთად და ეს უბედურება მოხდა. მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, უფროსი შვილი დარჩა უდედოდ. ახლა ტყუპებს ელოდებოდა. სხვას ვერაფერს გეტყვით" - ამბობს ახლობელი.