მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ისევ "უტევს" - "ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია" - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ისევ "უტევს" - "ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია"

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ სახალხო ერთიანობა იქნება, „აუცილებლად დამარცხდება რეჟიმი“.

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი და იძახდა, რომ „შევარდნაძე ყოველთვის იქნება და სხვა უნდა მოვნახოთო“.

დღესაც, ხალხი ამბობს, რომ ესენი ისედაც იქნებიან, ამიტომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის ოპოზიციად და ეს სასაცილოა, მაგრამ მე არ მეცინება. ვიცი, რომ გისოსებს მიღმა მყოფი, ვერ შევძლებ, რომ ეს რეჟიმი მარტომ დავამარცხო. ამისათვის მე თავისუფალი გადაადგილება მჭირდება. თუ სახალხო ერთიანობა იქნება, მაშინ მე, ჩემს წვლილსაც შევიტან და აუცილებლად დავამარცხებთ ამ რეჟიმს.

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა