ძამბოლატ თედეევის ე.წ. პრემიერობა დასრულდა - რა ხდება ცხინვალში?! - კვირის პალიტრა

ძამბოლატ თედეევის ე.წ. პრემიერობა დასრულდა - რა ხდება ცხინვალში?!

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ძამბოლატ თედეევმა თანამდებობა დატოვა, - ინფორმაციას სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ე.წ. მთავრობის სხდომაზე თედეევმა პირადად წარადგინა განცხადება გადადგომის შესახებ და „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა მისი გადადგომა მიიღო.

„რეს“-ის ინფორმაციით, ახალი „პრემიერ-მინისტრის“ არჩევამდე, მის მოვალეობას თედეევის „პირველი მოადგილე“ კონსტანტინე ჯიოევი შეასრულებს.

„მთავრობა სრულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას მანამ, სანამ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს არ დაამტკიცებს“, - აღნიშნულია „რეს“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"