"მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც მიხაილ გალუზინს დავუფიქსირე, რომ როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, "3+3 ფორმატი“ მიუღებელია" - ნიკოლოზ მეტრეველი - კვირის პალიტრა

"მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც მიხაილ გალუზინს დავუფიქსირე, რომ როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, "3+3 ფორმატი“ მიუღებელია" - ნიკოლოზ მეტრეველი

"მე ვარ პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც სა­ჯა­როდ, დის­კუ­სი­ის დროს, პირ­და­პირ რუ­სე­თის სა­გა­რეო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, მი­ხა­ილ გა­ლუ­ზინს, და­ვუ­ფიქ­სი­რე პო­ზი­ცია, რო­გორც ერთ-ერ­თმა ქარ­თველ­მა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჩვენ­თვის "3+3 ფორ­მა­ტი“ არის მი­უ­ღე­ბე­ლი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად ჩახ­ვალ, მთა­ვა­რია, რას ისა­უბ­რებ და რას იტყვი, ჩას­ვლა ერ­თია, მთა­ვა­რია, იქ რას ისა­უბ­რებ", - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა, ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ველ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და,რი­თაც გან­მარ­ტა, რა­ტომ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "3+3 ფორ­მატ­ში“, რო­მე­ლიც სან­ქტ -პე­ტერ­ბურ­გში გა­ი­მარ­თა.

რო­გორც მეტ­რე­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, "ცდი­ლო­ბენ ვი­ზი­ტი, და­ა­კავ­ში­რონ თით­ქოს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ზი­ტი იყო“, რაც "არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ არის“."მე ვარ პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც სა­ჯა­როდ დის­კუ­სი­ის დროს და ეს ვი­დეო გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პე­ტერ­ბურ­გის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, პირ­და­პირ რუ­სე­თის სა­გა­რეო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს მი­ხა­ილ გა­ლუ­ზინს, და­ვუ­ფიქ­სი­რე პო­ზი­ცია, რო­გორც ერთ-ერ­თმა ქარ­თველ­მა, რომ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჩვენ­თვის "3+3 ფორ­მა­ტი“ არის მი­უ­ღე­ბე­ლი. ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად ჩახ­ვალ, მთა­ვა­რია რას ისა­უბ­რებ და რას იტყვი. მე, რო­გორც ერთ-ერ­თმა ქარ­თველ­მა, გან­სხვა­ვე­ბით და­სავ­ლე­თის უსამ­შობ­ლო მე­ხოტ­ბე­ე­ბის­გან, და­ვი­ცა­ვი ჩემი ქვე­ყა­ნა და ჩემი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი - სა­ჯა­როდ გა­ლუ­ზინს და­ვუ­ფიქ­სი­რე ის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რაც აქვს ნე­ბის­მი­ერ ქარ­თველს და რა­საც ამა­ვე დროს იცავს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ მე ვარ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი, მხარ­დამ­ჭე­რი, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ას და ეს და­ვა­ფიქ­სი­რე კი­დევ ერთხელ. მე წარ­მო­ვად­გენ­დი, რო­გორც ერთ ქარ­თველ ექ­სპერტს, რაც ხაზ­გას­მუ­ლია და ვთქვი ჩემი რი­გი­თი პო­ზი­ცია, რომ ჩვენ ამ ფორ­მატს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე, მხარს არ ვუ­ჭერთ. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ვრცლად