“სააკაშვილი იყო მისი მთავარი დამხმარე საარჩევნოდ, მაგრამ ყავლი გაუვიდა... ამ კონტექსტში შეიძლება ამოკრან წიხლი და გააგდონ“ - რას ამბობს გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილზე
პოლიტ"ოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, სომხეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების" პროპაგანდა ნაგავშია გადასაგდები“, რადგან სომხეთმა განვითარების ვექტორად ევროკავშირი აირჩია, რუსეთმა კი სომხეთის წინააღმდეგ ომის დაწყება ვერ შეძლო.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთში ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდა, ვიდრე საქართველოში და სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების კონცეფციაზე დაფუძნებული ნარატივი აზრს კარგავს.
„სომხეთის არჩევნების შემდეგ ავადსახსენებელ უსაფრთხოების კონცეფციაზე დაფუძნებული მთელი პროპაგანდისტული ნარატივი აზრს კარგავს. სომხეთმა გადადგა პრინციპული ნაბიჯი და განვითარების გაცხადებული ვექტორი არის ევროკავშირი. ამ ხაზმა გაიმარჯვა და არჩევნებზე დადასტურდა. ამის შემდეგ ხელისუფლება, ჩვენ როგორ უნდა გველაპარაკოს მეორე ფრონტზე ან ომის საფრთხეზე ან დიფსთეითზე, როცა სომხეთში ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდა რუსეთს. იქ თუ ვერ შეძლო ომი, ჩვენთან რანაირად? გამოდის რომ მთელი ეს პროპაგანდა ნაგავშია გადასაგდები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.