"ქართველები ფრენებში ხელს გვიშლიან..." - რატომ წუწუნებს მთავარი აფხაზი მარიონეტი
აფხაზეთი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად სოხუმის აეროპორტიდან ავიარეისები მხოლოდ რუსეთის ქალაქების მიმართულებით სრულდება, რაც პრიორიტეტულია. თუმცა, არ გამორიცხავენ საერთაშორისო რეისების დაწყების შესაძლებლობას, „როგორც კი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პირობები შეიქმნება“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად ამ სამუშაოზე ვართ კონცენტრირებულები“, - განაცხადა გუნბამ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, „გეგმავს თუ არა სოხუმის აეროპორტი უცხო ქვეყნებში რეისების განხორციელებას“.
მისი თქმით, „უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას ხელს საქართველო უშლის“.
"ინტერპრესნიუსი"