"ბიძინა ივანიშვილი არის განრისხებული, მას ვეღარ ატყუებენ..." - რას ამბობს თაზო დათუნაშვილი - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი არის განრისხებული, მას ვეღარ ატყუებენ..." - რას ამბობს თაზო დათუნაშვილი

ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვიდა სტატუს-კვოს შენარჩუნებით სიტუაციის ნორმალიზება ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ის განრისხებულია კობახიძესა და მის გუნდზე და ჩვენ დღეს ვიხილეთ ძალიან იაფფასიანი და საშინელი საყურებელი მლიქვნელობის სესია, 24-ჯერ ახსენა [ირაკლი კობახიძემ] ივანიშვილი უკონტექსტოდ... ამ პოლიტიკურ არარაობებს ახლა არ დარჩენიათ აღარაფერი, ვეღარ ატყუებენ ივანიშვილის, რომ რაიმეს დალაგებას მოახერხებენ და [ირაკლი კობახიძემ] ჩაატარა მლიქვნელობის ამაზრზენი სესია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე „სამშობლოს ღალატის გამო მის წინამორბედს გვერდით უნდა მიუჯდეს ციხეში“.

„კობახიძემ და მისმა გუნდმა ფიასკო განიცადა შეერთებულ შტატებთან ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის მცდელობაში, რაიმე ტიპის ნორმალიზებაში, ბიძინა ივანიშვილის ქონების გადარჩენაში და მისი სანქციების გათავისუფლების პროცესში. სრული კრახი განიცადეს იმის პარალელურად, რომ ქვეყანაში ტყუილების კატასტროფულ კორიანტელს აყენებენ.

თქვენ იხილეთ კონგრესის მიერ ერთხმად მიღებული განაცხადი და კანონპროექტის ნაწილი, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება განიხილება ჩინური და რუსული გავლენების წარმომადგენლად კავკასიაში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის ინტერესებს, შესაბამისად, ივანიშვილი განრისხებულია ამ ყველაფერზე, იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შემდეგ საქართველოში. მას არ გამოუვიდა სტატუს-კვოს შენარჩუნებით სიტუაციის ნორმალიზება ამ ქვეყანაში, შესაბამისად, ის განრისხებულია კობახიძესა და მის გუნდზე და ჩვენ დღეს ვიხილეთ ძალიან იაფფასიანი და საშინელი საყურებელი მლიქვნელობის სესია, 24-ჯერ ახსენა [ირაკლი კობახიძემ] ივანიშვილი უკონტექსტოდ.

მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის პირობებში ირაკლი კობახიძე მიუჯდება მის წინამორბედს გვერდით, ციხეში. ეს იქნება საქმე სამშობლოს ღალატისთვის, რითაც ის ახლა არის დაკავებული.

ივანიშვილი ახლა არის განრისხებული. ამ პოლიტიკურ არარაობებს ახლა არ დარჩენიათ აღარაფერი, ვეღარ ატყუებენ ივანიშვილის, რომ რაიმეს დალაგებას მოახერხებენ და ჩაატარა მლიქვნელობის ამაზრზენი სესია. საშინელი საყურებელი იყო ის, რომ ახალგაზრდა კაცი როგორ დეგრადირდა ტელეეკრანებთან და მლიქვნელობით იყო დაკავებული, ლამის ღმერთად გამოაცხადა ივანიშვილი.

ამ პოლიტიკურ არარაობას მართლა იდიოტი ჰგონია ქართველი ხალხი, როდესაც ამბობს, რომ ივანიშვილი თურმე ამ ქვეყანაში ამყარებს ინსტიტუციებს. კაცზე, რომელმაც ეროზია მოახდინა მთელი სახელმწიფო სისტემების და დაამხო ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები, ამ კაცზე იძახის, ინსტიტუციების სიმყარეში გვეხმარებაო. მაგ სიმართლით იაროს მთელი მისი დარჩენილი უბადრუკი ცხოვრება ირაკლი კობახიძემ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა