პუტინს კიდევ ერთი გენერალი აუფეთქეს...წინა აფეთქებული გენერლიდან ოთხასიოდე მეტრში... - კვირის პალიტრა

პუტინს კიდევ ერთი გენერალი აუფეთქეს...წინა აფეთქებული გენერლიდან ოთხასიოდე მეტრში...

რუსეთის ქალაქებში აფეთქებები უკვე ჩვეულებრივ ყოველდღიურ მოვლენად გადააქციეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა, რითაც ამ საშინელი ომის წამომწყებს ომს უკან უბრუნებენ...

თუმცა, დღევანდელი აფეთქება გამორჩეული გახლდათ, რადგან მან პრეზიდენტ პუტინის კიდევ ერთი გენერალი შეიწირა ,მაგრამ მისი ვინობა ჯერ არ კონკრეტდება, ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მანქანის აფეთქებას 62 წლის რუსი გენერალ-ლეიტენანტი შეეწირა.

ეს არ იყო უკრაინული კამიკაძე-დრონის „წერტილოვანი“ საჰაერო დარტყმა, ეს იყო დივერსიული აქტი, განხორციელებული ავტომანქანის კორპუსის გარეთ მიმაგრებული 400 გრამამდე ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი მოწყობილობის დისტანციურად აფეთქების შედეგად...

მოსკოვის მიმდებარე ქალაქი ბალაშიხა საბჭოთა პერიოდიდან გადავსებულია სამხედრო ნაწილებით(მათ შორის რუსეთის „გე-ერ-უ“ სპეცმომზადების ცენტრი) და მაღალჩინოსანი სამხედროებიც ხშირად აქვე აგრძელებენ ცხოვრებას.

შესაბამისად, აფეთქების სამიზნეც, შემთხვევით არ იქნა შერჩეული, რადგან გენერალ-ლეიტენანტის წოდება საკმაოდ მაღალ საფეხურს გულისხმობს რუსეთის სამხედრო იერარქარიაში.

photo-2026-06-09-15-25-28-1781013325.jpg
მორიგი რუსი გენერალი ფრონტის ხაზზე „ბე-ემ-პე“-ში კი არ ააფეთქეს, არამედ მოსკოვთან „ბე-ემ-ვე“-ში...

აფეთქებული გენერლის სახელსა და გვარს რუსეთის ოფიციალური წყაროები ჯერ არ ამჟღავნებენ, მაგრამ ის ადრე თუ გვიან ცნობილი გახდება, მით უმეტეს, რომ ამ რუსი გენერლის „მოღვაწეობა“ უკრაინის წინააღმდეგ, კარგად იყო ცნობილი ამ დივერსიის აქტის დამგეგმავ-შემსრულებლებისთვის.

შესაბამისად, ამ ძალისმიერ ქმედებას დივერსიის კლასიფიკაცია ეძლევა და არა ტერორისტული აქტის-მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა მოწინააღმდეგის მაღალჩინოსან სამხედრო მოსამსახურეზე, რომელსაც სავარაუდოდ, ჰქონდა შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში და ამიტომაც გახდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტი.

რაც ყველაზე საინტერესოა, ამავე ბალაშიხაში,დღევანდელი დივერსიის ადგილიდან სულ რაღაც 400-იოდე მეტრში კიდევ ერთი რუსი გენერალი იქნა ლიკვიდირებული-2025 წლის 25 აპრილს საცხოვრებელი კორპუსის წინ მდგარი ავტომობილის გვერდით ჩავლისას, მოხდა ამ ავტომობილის აფეთქება, რამაც გამოიწვია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის გენერალ-ლეტენანტ იაროსლავ მოსკალიკის დაღუპვა-მისი თანამდებობიდან გამომდინარე,გენერალი მოსკალიკი დიდ როლს თამაშობდა რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვაში უკრაინის წინააღმდეგ...

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ 1 567 დღე-ღამე გავიდა და ამ პერიოდში უკრაინელმა „ლიკვიდატორებმა“, როგორც ფრონტის ხაზზე და მის ახლო ზურგში, ასევე მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში საერთო ჯამში თუ რამდენი რუსი გენერალი „გამოიყვანეს მწყობრიდან“,შ ეგიძლიათ იხილოთ ამავე ბლოგის 2025 წლის 22 დეკემბრის სტატიაში „ნადირობა რუს გენერლებზე: კობზონთან კიდევ ერთი მაღალჩინოსანი "გაფრინდა" - როგორ აკითხავთ სახლში რუს დამნაშავეებს უკრაინული შურისძიება“.