“ჩვენ კატასტროფას - ისეთ სიკვდილს მივიღებთ, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. ხალხო, ჩვენ მოხმარების მასშტაბებს ვერ აღვიქვამთ და ვერც კი წარმოგიდგენიათ...“ - ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე - კვირის პალიტრა

“ჩვენ კატასტროფას - ისეთ სიკვდილს მივიღებთ, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. ხალხო, ჩვენ მოხმარების მასშტაბებს ვერ აღვიქვამთ და ვერც კი წარმოგიდგენიათ...“ - ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე

ექიმი-ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე, გადაცემაში "ღია სივრცე" ქვეყანაში ნარკოტიკების უკონტროლო შემოსვლასა და მოხმარების გაცილებით გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს:

- ნარკოტიკების ასეთი კატასტროფული, სრულიად უკონტროლო რაოდენობა და ასორტიმენტი არსებობს. ნებისმიერი ნარკოტიკის ყიდვა ზუსტად ათ წუთში შეგვიძლია. ჩვენ კატასტროფას - ისეთ სიკვდილს მივიღებთ, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. ხალხო, ჩვენ მოხმარების მასშტაბებს ვერ აღვიქვამთ და ვერც კი წარმოგიდგენიათ, ის დღეს როგორია. დღეს ტელეგრამი რომ გახსნათ, წამალს ყველაზე მაღალმთიან, ხულოს რომელიღაც სოფელშიც კი იყიდით. ​სუპერმარკეტებთან ბიტკოინის აპარატები რატომ დგას? მათი დანიშნულება ხომ ყველამ კარგად ვიცით? ისინი დარქნეტისთვისაა განკუთვნილი. დარქნეტში ნარკოტიკის შესაძენად ბიტკოინი ერთადერთი საშუალებაა. ქალაქი და მთელი ქვეყანა ბიტკოინის აპარატებით გაივსო, საიდანაც ნარკოტიკის პირდაპირ ყიდვაა შესაძლებელი. ვინც ამ აპარატებს იყენებს, 90% ნარკოტიკს ყიდულობს. ​ამ დროს კი მარიხუანას დასდევენ და ერთი ღერით დაკავებულ ადამიანს ციხეში 10 წლით უშვებენ.

განაგრძეთ კითხვა