ვინ არის გიორგი ბახუაშვილი, რომელიც შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა?! - კვირის პალიტრა

ვინ არის გიორგი ბახუაშვილი, რომელიც შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა?!

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

"ინტერპრესნიუსი"