ბუნებრივად იმშობიარა, გაუტკივარების გარეშე. ქეთო უკვე ბუნებრივ კვებაზეა - რას პასუხობს ლიზა ჩიჩუა მესამე მშობიარობის შესახებ დასმულ კითხვებს
3 ივნისს ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ასევე ჰყავს უფროსი ვაჟი - 3 წლის გიო, და ერთი წლის ნინა.
ახალდაბადებულ გოგონას, სავარაუდოდ ექიმი ბებიის, ქეთი ასათიანის პატივსაცემად, ქეთო დაარქვეს. ქეთოს დაბადებასაც დაესწრო ირაკლი, როგორც პირველი ორი შვილის და ბლოკიდან გამოსულმა სამშობიაროს ეზოში მიიღო მილოცვები. ასევე ესწრებოდა მშობიარობას ქეთოს ბებო და ლიზას დედა - ქეთი ასათიანი.
ლიზამ გაგუას სამშობიაროში იმშობიარა და სახლში გაწერისა და დამშვიდების შემდეგ, სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებსაც უპასუხა.

ლიზას თქმით, ბუნებრივად იმშობიარა, გაუტკივარების გარეშე. ქეთო უკვე ბუნებრივ კვებაზეა.
რაც შეეხება პატარის სახელს, ქეთი ასათიანსაც არ სცოდნია ეს ამბავი და თუ როგორი რეაქცია ჰქონდა, ამაზე ლიზა პასუხობს: