ულამაზესი მატილდა გვარლიანის შვებულება საბერძნეთში - პოდიუმის ვარსკვლავი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
მატილდა გვარლიანმა სოციალურ ქსელში საბერძნეთიდან ახალი ფოტოები გამოაქვეყნა
მსოფლიო პოდიუმების დაპყრობის შემდეგ, ქართველმა მოდელმა დრო გამონახა და ზაფხულის დღეებს კუნძულზე, მეგობრულ და მშვიდ გარემოში ატარებს.

კადრებიდან ჩანს, რომ მატილდამ დასასვენებლად ტიპური ბერძნული კურორტი შეარჩია – კლდოვანი სანაპიროებით, კრისტალურად სუფთა ზღვითა და ზღვისპირა პატარა ტავერნებით. ფოტოებში მოდელი მაქსიმალურად ბუნებრივია და მზის ჩასვლის, ნავით გასეირნებისა თუ ადგილობრივი სამზარეულოს კადრებს გვიზიარებს.მატილდა გვარლიანის წარმატება დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. ის გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიის უმაღლესი მწვერვალები დაიპყრო და საკუთარი სახელი ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმებზე ჩაწერა.