სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება - რა ცვლილებები იგეგმება რძის სექტორში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნედლი რძის წარმოებაში რეფორმების გატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული;სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე;სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებულად განთავსდება.
უწყების ცნობით, სექტორში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო განხილვა გაიმართა, რომელსაც მინისტრი დავით სონღულაშვილი და რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.