კიდევ ერთი სკანდალური დაკავება თურქეთში - ნარკოტიკების საქმეზე ცოლ-ქმარი - მსახიობი ბერენ საათი და მომღერალი ქენან დოღულუ დააკავეს - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი სკანდალური დაკავება თურქეთში - ნარკოტიკების საქმეზე ცოლ-ქმარი - მსახიობი ბერენ საათი და მომღერალი ქენან დოღულუ დააკავეს

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მსახიობი ბერენ საათი და მომღერალი ქენან დოღულუ დააკავა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სტამბოლის პოლიციამ ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, ცოლ-ქმარი ბერენ საათი და ქენან დოღულუ, მსახიობი ენის არიქანი, მომღერალი ბერდან მარდინი და მუსიკოსი ოზან დოღულუ დააკავა.

ცნობილი პირების დაკავების ოპერაცია სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ ჩაატარა.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები დაკითხვისთვის სტამბოლის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მანამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა