რას წერს ანა წითლიძე ნანუკა ჟორჟოლიანის "ნაცმოძრაობაში" შესაძლო გადასვლაზე?!
პარტიაში ახალი ადამიანების ჩართვას მხოლოდ მივესალმები. მათ შორის ნანუკას გადაწყვეტილებასაც, რომ ამ პროცესის ნაწილი იყოს. ყველას ვისაც პოლიტიკაში მოსვლა გინდათ, იცოდეთ, ახლა ამის დროა და ჩვენი კარი თქვენთვის ღიაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე წერს.
როგორც წითლიძე აღნიშნავს, პარტიის შიდა რეფორმისა და განახლებული მიდგომების საჭიროებაზე ბოლო ორი თევა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მუშაობენ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს და ნებისმიერი გამოწვევა, მათ შორის პარტიის აკრძალვის საფრთხეც, შესაძლებლობად უნდა აქციოს.
ამისთვის საჭიროა რეალური შიდა დემოკრატია, რეფორმები და განახლებული მიდგომები. ამ საკითხებზე ბოლო ორი თვეა მიხეილ სააკაშვილთან აქტიურად ვმუშაობთ და ამაში ახალი არაფერია.
რეფორმების, მიდგომების განახლებისა და წარსულის გაანალიზების გარეშე წინ ვერ წავალთ.
სწორედ ამ თემებზე უნდა იყოს საუბარი ყრილობაზე და სწორედ ამაზე უნდა მოისმინოს პასუხები „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა.
14 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრ ახალ ადამიანს მისცა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსი. ბევრი წარმატებული გადაწყვეტილება ყოფილა, ზოგი ნაკლებად.
ეს ბუნებრივი პროცესია და მომავალშიც ასე იქნება.
ამიტომ პარტიაში ახალი ადამიანების ჩართვას მხოლოდ მივესალმები. მათ შორის ნანუკას გადაწყვეტილებასაც, რომ ამ პროცესის ნაწილი იყოს.
ყველას, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა გინდათ, იცოდეთ, ახლა ამის დროა და ჩვენი კარი თქვენთვის ღიაა“, - წერს ანა წითლიძე „ფეისბუქზე“.
"ინტერპრესნიუსი"