ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური განცხადება: სააკაშვილმა მას თინა ბოკუჩავას პოსტი შესთავაზა - დათანხმდა თუ არა წამყვანი "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობას?!
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულასთან“ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს.
„მე ვფიქრობ, რომ პარტიას ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ თინა ძალიან სწორი კანდიდატია, უბრალოდ, აქ არის საუბარი იმაზე, ვის, რა როლი ექნება. თინა ძალიან კარგად წარმოადგენს პარტიას საგარეო ველზე, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება არის მეორე - მაშინ, როდესაც ლევან ხაბეიშვილი ციხეშია, ეს ძალიან მტკივნეულია პარტიისთვის და ეს პარტიას ძალიან დაეტყო, მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი და როგორ იქნება პარტიის წარმომადგენელი.
მე ჩემ თავს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას.
[მიხეილ სააკაშვილისგან პარტიის თავმჯდომარეობაზე შემოთავაზება] იყო, ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და ამაზე, რა თქმა უნდა უარი ვთქვი“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
"ინტერპრესნიუსი"