რა თქვა ირანის ელჩმა პრესკონფერენციაზე - "ქართული საზოგადოებრივი აზრი ღიად გამოხატავდა აღშფოთებას ირანის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო" - კვირის პალიტრა

რა თქვა ირანის ელჩმა პრესკონფერენციაზე - "ქართული საზოგადოებრივი აზრი ღიად გამოხატავდა აღშფოთებას ირანის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო"

დღეს გვახარებს, რომ ირანის დიპლომატიამ საქართველოში დაამტკიცა, რომ მას შესწევს უნარი გასცდეს საელჩოს კედლებს და პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოუჯანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიპლომატმა მედიასთან საქართველოში 6 თვიანი მუშაობა შეაჯამა და საქართველო-ირანის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„დღეს, საქართველოში უწყვეტი ექვსთვიანი ცხოვრების შემდეგ, მსურს, როგორც „პასუხისმგებლობიანმა დიპლომატმა“, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ჩემი ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეხედულებები.

საქართველო ირანისთვის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არ არის სამხრეთ კავკასიის რუკაზე; საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომლის არქეოლოგიური და ისტორიული მემკვიდრეობა მთელი სამი ათასი წლის განმავლობაში დოკუმენტურად და თვალსაჩინოდ უკავშირდებოდა ირანს. ამ ხნის განმავლობაში, ყველა აღმავლობისა თუ დაღმასვლის, სიმწარისა თუ სიხარულის მიუხედავად, ორ ერს შორის ურთიერთობები მუდმივად გრძელდებოდა.

ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ 180 დღეშიც შეუფერხებლად გრძელდებოდა, განსაკუთრებით ირანის მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევის მიმართულებით - როგორც საქართველოში მცხოვრები მცირერიცხოვანი თანამემამულეებისთვის, ასევე მრავალრიცხოვანი ტურისტებისთვის.

ამ 180 პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო კონსტრუქციულ კონტაქტსა და თანამშრომლობაში იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ ირანის მდგომარეობისა და პოლიტიკის დეტალებს აცნობდა. საქართველო განიხილებოდა არა როგორც შორეული, არამედ როგორც საერთო გეოგრაფიული, ცივილიზაციური და კულტურული სივრცე, რომელიც მუდმივად იყო ყურადღებისა და განსაკუთრებული ინტერესის საგანი.

ამ ყურადღებისა და ინტერესის ფარგლებში, საქართველოში - ისევე როგორც ირანის სხვა მეზობელ ქვეყნებში - განხილვისა და კონსულტაციების საგანი გახდა მოვლენების სრული სურათი, გადადგმული ნაბიჯები, პოლიტიკა, საომარი ვითარება და სამშობლოს დაცვის საკითხები.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიეწოდათ ზუსტი ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის განხორციელების მექანიზმების შესახებ. ასევე, დიპლომატიური არხების მეშვეობით მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, და მრავალი სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ დეტალური ინფორმაცია ირანის მოწინააღმდეგე ძალების, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების შესახებ, რომლებიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიასაც იყენებდნენ.

ნება მომეცით აღვნიშნო: ირანმა საკუთარი ეროვნული ძალების იმედად, დამოუკიდებლად დაიცვა თავისი ტერიტორია ისეთ პირობებში, როდესაც ქართული საზოგადოებრივი აზრი - როგორც პოლიტიკური ხელისუფლების, ისე საზოგადოების დონეზე - ღიად გამოხატავდა აღშფოთებას ირანის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო“, - განაცხადა ელჩმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა