„მადნეულის“ საბადოს ანალოგი უკვე აღმოჩენილია საქართველოში - ჩვენ შეგვიძლია ზვავისებურად გავზარდოთ ოქროს მარაგი, ასეულობით ტონაზეა საუბარი“ - სანდრო თალჭრელიძე - კვირის პალიტრა

„მადნეულის“ საბადოს ანალოგი უკვე აღმოჩენილია საქართველოში - ჩვენ შეგვიძლია ზვავისებურად გავზარდოთ ოქროს მარაგი, ასეულობით ტონაზეა საუბარი“ - სანდრო თალჭრელიძე

„მადნეულის“ საბადოს ანალოგი უკვე აღმოჩენილია საქართველოში - ჩვენ შეგვიძლია ზვავისებურად გავზარდოთ ოქროს მარაგი, ასეულობით ტონაზეა საუბარი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა სანდრო თვალჭრელიძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საბადოს ამუშავება დაახლოებით 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი, რითაც ქვეყანას უჩნდება პოტენციალი, რომ რეგიონში ოქროს ნომერ პირველი მწარმოებელი გახდეს.

„საქართველო შესაძლოა, რეგიონში ოქროს ნომერ პირველი მწარმოებელი გახდეს"

„კომპანია არ მინდა დავასახელო, სანამ მარაგი არ არის გათვლილი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს სამუშაოები გაგრძელდა, ჩვენ ოქროს წარმოების პოტენციალს ზვავისებურად გავზრდით რამდენიმე წელიწადში.

2030-2031 წლისთვის გვექნება პრეტენზია, რომ გავხდეთ მთავარი ოქროს მწარმოებელი მთელს რეგიონში. და, არა მარტო ამიერკავკასიასა და სამხრეთ კავკასიაში, არამედ თურქეთისა და ირანის ჩათვლით.

განაგრძეთ კითხვა