სცენის ლეგენდას 90 წელი უსრულდება - როგორ ჩაიარა ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამომ - კვირის პალიტრა

სცენის ლეგენდას 90 წელი უსრულდება - როგორ ჩაიარა ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამომ

21 ივლისს ქართული ესტრადის ლეგენდარულ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს 90 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საღამოზე თავად გამოვიდა სცენაზე და არაერთი სიმღერა შეასრულა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების აღფრთოვანება მოჰყვა.

ნანი ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგამიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან. ოჯახში ყველა მღეროდა. დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა, 5 და და ძმა არაჩვეულებრივად მღეროდნენ. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ნანი სიმღერებს და რომანსებს, გიტარის თანხლებით ასრულებდა.მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს კლასით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.

nani-1693642915-1721545830-1781248422.jpg

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს მოსკოვში, “ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალზე” შედგა მისი პირველი გამოსვლა, მომღერლის რანგში, სიმღერით “ჩავაქრე სანთელი” ნანი გრეგვაძემ ლაურეტის წოდება მოიპოვა. 1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება – 1964 წლის გასტროლი მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად პარიზში. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს.

განაგრძეთ კითხვა