“ლევანიკო, დღეს შენი დღეა… უზომოდ მძიმეა ეს დღე უშენოდ...“ - დღეს მომღერალი ლევან კბილაშვილი 35 წლის გახდებოდა
2022 წლის ივნისს, 31 წლის ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა შემსრულებელი ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა. მეგობრებმა მას შემდეგ, რაც მათ ზარებს არ პასუხობდა, შინ მიაკითხეს და სამწუხაროდ, გარდაცვლილი ნახეს.
იმჟამად გარდაცვალების მიზეზის უამრავი ვერსია გავრცელდა, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ კოვიდის შემდეგ ძვლის დაშლა დაემართა. თუმცა ლევანს წინა დღეს კონცერტი ჰქონდა, რომელიც წარმატებით ჩაატარა...
დღეს ლევან კბილაშვილის დაბადების დღეა.
ლევანის დამ, სალო კბილაშვილსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“ლევანიკო, დღეს შენი დღეა… უზომოდ მძიმეა ეს დღე უშენოდ, თუმცა ჩვენი გულები მაინც სავსეა იმ უთბილესი მოგონებებით, რომლებიც დაგვიტოვე. კარგად გვახსოვს, რა დიდი ბედნიერება შემოიტანა შენმა ამქვეყნად მოვლენამ. ყველამ ერთად, უდიდესი სიყვარულით გაგზარდეთ. როგორი გამორჩეული, განსაკუთრებული იყავი და შენი ყოველი დაბადების დღე როგორ ზეიმად იქცეოდა ხოლმე…
დღეს შენი მეგობრები ისევ შეიკრიბებიან შენი სახელისა და იმ დიდი სიყვარულის გარშემო, რომელიც ყველას დაგვიტოვე.შენ კი… ახლა ზეციდან შემოგვყურებ და იქიდან გვიგალობ“ - წერს სალო

გუშინაც პოსტით შეხვდა სალო კბილაშვილი ძმის დაბადების დღეს:
“ხვალ, ლევანიკოს დაბადების დღეა... იცით, ეს დღეები სულ სხვანაირად ვემზადებოდით... მაგრამ დღეს მოხდა რაღაც, რამაც სულ სხვა სიღრმე შესძინა ამ თარიღს. მივიღე საჩუქარი, რომლის არსებობასაც ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემს ხელში ფირფიტა, რომლის გამოცემაც ლევანიკოს უდიდესი, სანუკვარი ოცნება იყო და რომლის მოსწრებაც, საუბედუროდ, ვერ შეძლო... ეს ფირფიტა ჩვენთვის უბრალოდ ნივთი არ არის. ეს თითქოს მისი გულისცემაა, რომელიც მუსიკად იქცა. სამყარო მაინც პოულობს გზას, აასრულოს მისი ჩანაფიქრები, ოღონდ, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, მის გარეშე.
p.s. არ მყოფნის სიტყვები, არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ეს საჩუქარი გამიკეთა.წარმოიდგინეთ, მან არც კი იცოდა, რას ნიშნავდა ეს ფირფიტა ლევანისთვის და არც ის იცოდა, რომ ჩვენ, მისი ოჯახი, ვგეგმავდით ამ სურვილის ასრულებას. აი, სწორედ ეს არის საოცარი წინათგრძნობა, ნამდვილი სასწაული, რომელმაც დღეს უბრალოდ შოკში ჩამაგდო. თითქოს სამყარომ თავად გააკეთა არჩევანი.“ - წერს სალო კბილაშვილი