თურქული სერიალების ბნელი მხარე?! - სკანდალი, რომელმაც შოუ-ბიზნესი შეძრა - კვირის პალიტრა

თურქული სერიალების ბნელი მხარე?! - სკანდალი, რომელმაც შოუ-ბიზნესი შეძრა

თურქული ტელესერიალების მაყურებელი ახალი რეალური, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მაყურებლად იქცა. ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი თურქი მსახიობები სამართალდამცავებმა არც მეტი, არც ნაკლები - ნარკოტიკების საქმეზე დააკავეს.

ყველაფერი კი 2025 წლის შემოდგომაზე, მასშტაბური ანტინარკოტიკული სპეცოპერაცია „განთიადით“ დაიწყო. თურქმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ასობით ცნობილი ადამიანი და მათ შორის - პოპულარული მსახიობები ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, ნაწილს კი პროპაგანდაში ედება ბრალი.

beren-1781262624.jpg

სულ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ნარ­კო­ტი­კებ­თან და პროს­ტი­ტუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, შოუ-ბიზ­ნე­სის კიდევ რამდენიმე ცნობილი წარ­მო­მად­გენ­ელი, მათ შო­რის, ცოლ-ქმა­რი ბე­რენ სა­ა­თი და ქე­ნან დო­ღუ­ლუ, მსა­ხი­ო­ბი ენის არი­ქა­ნი, მომ­ღე­რა­ლი ბერ­დან მარ­დი­ნი და მუ­სი­კო­სი ოზან დო­ღუ­ლუ და­ა­კა­ვეს.

დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ცნობილი მსახიობის - სერენაი სარიქაიას დაკავებას. ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნებულ მსახიობს კი პოლიციელები აეროპორტში დახვდნენ და სავალ­დე­ბუ­ლო შე­მოწ­მე­ბა­ზე გადა­იყ­ვა­ნეს. შემოწმების შემდეგ კი მსახიობი გაათავისუფლეს.

screenshot-2026-06-12-131028-1781262677.png

მაყურებლისთვის, რომელიც საყვარელ მსახიობებს სხვადასხვა დადებით როლში ხედავდა, მსგავსი ბრალდება მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ მსახიობები ცდილობენ, მოკლე კომენტარი გააკეთონ და გულშემატკივრებს მიმართონ:

"მო­გე­სალ­მე­ბით... ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვის დიდი ხნის წინ დაგეგ­მი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გახ­და ცნო­ბი­ლი. როგორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მა, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში დავ­ბრუნ­დე­ბი სამ­შობ­ლო­ში და, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე, შე­ვას­რუ­ლებ ყვე­ლა სა­ჭი­რო სამარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რას. მე კარ­გად ვარ, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია", - დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.

426c8b8e-a870-4073-99d5-d687e672f6ea-1737454545-1781262624.jpeg

სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს ცნობილი მსახიობი ჰანდე ერჩელი, რომელმაც ანალიზი ჩააბარა და გაათავისუფლეს. ის სასამართლო პროცესზეც წარდგა. ჰანდე ერჩელის დაკავება, ალბათ, ყველასთვის მოულოდნელი იყო, თურქეთსა და მთელ მსოფლიოში ცნობილი მსახიობი ოპე­რა­ცი­ის დაწყებისას სა­ზღვარ­გა­რეთ, სას­წავ­ლო მიზ­ნით იმყოფებოდა, თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე კი სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხად­და. მის მი­მართ მა­ნამ­დე ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჰან­დე ერჩე­ლი სა­სა­მარ­თლო ექსპერტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას თმი­სა და სის­ხლის ნი­მუ­შე­ბი აუ­ღეს, რათა დაედგინათ, მო­იხ­მარ­და თუ არა ვარსკვლავი აკ­რძა­ლულ ნივ­თი­ე­რე­ბებს.

"მე ვარ ჩემი ქვეყ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე და ვენ­დო­ბი თურ­ქულ მართლმსა­ჯუ­ლე­ბას. რო­გორც კი გა­ვი­გე ჩემ მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მა­შინ­ვე დავ­ბრუნ­დი სამ­შობ­ლო­ში, რათა სი­მარ­თლე გაირკვეს,“ – გა­ნა­ცხა­და ჰანდე ერჩელმა.

როგორც ცნობილია, ჰანდესთან ერთად დააკავეს მისი ყოფილი პარტნიორი ჰაკან საბანჯი, რომელიც თურქეთში ცნობილი საოჯახო კლანის წევრი და მემკვიდრეა.

„ნარკოტიკები ან სტიმულატორები არასდროს მიმიღია. ასევე, არასდროს მინახავს, რომ ისინი ჰაკან საბანჯის (ყოფილი შეყვარებული) მიეღოს“, - განაცხადა ერჩელმა.

მსგავსი ჩვენება მისცა ერჩელის ყოფილმა შეყვარებულმაც, ჰაკან საბანჯიმაც და აღნიშნა, რომ „მისი თანდასწრებით ჰანდეს ნარკოტიკები არასდროს მიუღია“.

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თუ ვინ აღმოჩნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზემოქ­მე­დე­ბის ქვეშ. მათ ნაწილს კანაფის, ნაწილს კი - კოკაინის მოხმარება დაუდასტურდა:

onurtuna-1664381305-2937365742652618869-16119481-2-1781262625.jpg

ონურ ტუნა (მსა­ხი­ო­ბი) და ოზ­გი­ურ დე­ნიზ ჯე­ლა­ტი (ინფლუ­ენ­სე­რი): სის­ხლში, შარ­დსა და თმის ნი­მუ­შებ­ში აღ­მოჩ­ნდა კა­ნა­ფის (მა­რი­ხუ­ა­ნას) კვა­ლი.

ფატ­მა ულუ­დან გუ­გუ­ნი (მომ­ღე­რა­ლი) და ქუბ­რა იმ­რენ სი­აჰდე­მი­რი (ფრენ­ბურ­თე­ლი): და­უ­დას­ტურ­დათ კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბა სა­მი­ვე სა­ხის ნი­მუშ­ში.

ზეჰ­რა ჰან­ზა­დე გურ­კან­ლა­რი: ექ­სპერ­ტი­ზამ სა­მი­ვე ნი­მუშ­ში კო­კა­ი­ნის არ­სე­ბო­ბა და­ა­დას­ტუ­რა.

ოს­მან ჰა­ი­რან ჯა­ნე­ვი (ხე­ლო­ვა­ნი): ნი­მუ­შებ­ში გა­მოვ­ლინ­და კა­ნა­ფის კვა­ლი.

ფე­ი­ზა ჯი­ვე­ლე­ქი და მეჰ­მედ რაჰ­შა­ნი: მსა­ხი­ობ ფე­ი­ზა ჯი­ვე­ლე­ქის სის­ხლში ნარ­კო­ტი­კი არ აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა შარ­დის ანა­ლიზ­ში და­ფიქ­სირ­და კოკაინი, ასე­ვე, თმის ღერ­ში კო­კა­ი­ნის კვა­ლი და­დას­ტურ­და.

ქვეყ­ნი­დან გას­ვლის აკ­რძალ­ვა და­უ­წეს­დათ:

ფიქ­რეთ ორ­მანს ("ბე­შიქთა­შის" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი)

ბუ­რაქ ელ­მასს ("გა­ლ­ა­თა­სა­რა­ის" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი)

დი­დემ სო­ი­დან­სა და გუ­ზი­დე დუ­რანს (ტოპმო­დე­ლე­ბი)

ხოლო მსა­ხი­ობ ლუთ­ფიე თუღჩე ოზ­ბუ­დაქ ქილიჩარსლან­სა და კი­დევ ორ პირს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

როგორც ჩანს, თურქი სამართალდამცავები ისევ აგრძელებენ ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციას და არ არის გამორიცხული, დაკავებულთა სიაში კიდევ ბევრი ცნობილი პირი მოხვდეს.

(სპეციალურად საიტისთვის)