5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან - ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 99 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები იგრძნობოდა აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში.