13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
თბილისში 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულია.
სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.
მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
წაიკითხეთ: "ქეთი ტირილით მეხვეწებოდა, - სამივე ვერ გადავრჩებით, ლუკა გაიყვანე და მე დავრჩებიო"