გზა ვანიდან მანჰეტენის სამრევლომდე: "მინდოდა მეტი საშუალება მქონოდა, რომ მასზე მეფიქრა, ვისთვისაც ცხოვრება უნდა მიმეძღვნა" - ინტერვიუ მღვდელმონაზონ ირინეოსთან - კვირის პალიტრა

გზა ვანიდან მანჰეტენის სამრევლომდე: "მინდოდა მეტი საშუალება მქონოდა, რომ მასზე მეფიქრა, ვისთვისაც ცხოვრება უნდა მიმეძღვნა" - ინტერვიუ მღვდელმონაზონ ირინეოსთან

სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ახა­ლი პატ­რი­არ­ქის შიო III-ის გა­მორ­ჩე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დე­ლე­გა­ტებს შო­რის მამა ირი­ნე­ო­სიციმ­ყო­ფე­ბო­და. იმ დღეს ფო­ტოგ­რა­ფის ობი­ექ­ტივ­შიც მოხ­ვდა, ხოლო მის­მა ფო­ტომ კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­ი­ა­რა.

"მად­ლი­ე­რი ვარ უც­ნო­ბი ფო­ტოგ­რა­ფის, რომ ამ ის­ტო­რი­უ­ლი დღი­დან ეს ფოტო დამ­რჩა, ეს ფო­ტოც უკვე ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქარ­თუ­ლი ეპარ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ირი­ნე­ოს შენ­გე­ლია.

მან AMBEBI.GE-ს საკ­მა­ოდ ვრცე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ მოგ­ვცა, რო­მე­ლიც მის მიერ ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე გან­ვლილ გზა­ზე მოგ­ვი­თხრობს...

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ირი­ნე­ო­სი:

- გულ­თბი­ლად მო­გე­სალ­მე­ბით თქვენ და თქვენს მკი­თხველს... რაც შე­ე­ხე­ბა მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ჩემს მოხ­ვედ­რას, ეს უფ­ლის დიდი გან­გე­ბუ­ლე­ბი­სა და ლოც­ვა-კურ­თხე­ვის შე­დე­გია. მას შემ­დეგ, რაც მამა იე­რო­ნი­მეს­თან (ქა­თა­მა­ძე) ერ­თად ევ­რო­პა­ში სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პოს სა­ბას ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­მოჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ბოს­ტო­ნის საღვთის­მე­ტყვე­ლო სას­წავ­ლე­ბელ­ში გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მორ­ჩი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, მსა­ხუ­რე­ბა მა­ნ­ჰე­ტე­ნის წმინ­და მა­რი­ამ ეგ­ვიპ­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თულ სამ­რევ­ლო­ში გან­გვეგ­რძო. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის ნავთსა­ყუ­დე­ლი არ არ­სე­ბობს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, ჩვე­ნი ნა­ვის იალ­ქნე­ბი იქეთ იღებს კურსს, სა­დაც ეკ­ლე­სი­ის სიო და­უ­ბე­რავს, იქ სა­დაც ეკ­ლე­სი­ას და ჩვენს ხალ­ხს ვჭირ­დე­ბით…გააგრძელეთ კითხვა