გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილი ესპანური არდადეგები - როგორ ატარებს წყვილი ზაფხულის ცხელ დღეებს
ვიდრე აშშ-სა და მექსიკაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს, იმ ქვეყნების ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, დასვენებისა და განტვირთვის საშუალება აქვთ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იმ გუნდებს შორისაა, რომელიც მუნდიალზე ვერ ასპარეზობს.ამ დროისთვის საკლუბო ფეხბურთსაც ტაიმ-აუტი აქვს აღებული, ამიტომ ახლა იდეალური დროა ძლების აღდგენისა და დასვენებისთვის.

ჩვენი გუნდის მთავარი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ცოლთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად შვებულების დღეებს ესპანეთში, პალმა დე მაიორკაში ატარებს. წყილთან ერთად არის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ოთარ კიტეიშვილი.
ელენე "ინსტაგრამზე" ესპანეთიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
