რა განრიგით ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები - კვირის პალიტრა

რა განრიგით ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალური განრიგს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და3 ივლისს (პირველი და მეორე სესია) გაიმართება. ოსური ენის გამოცდა კი 2 ივლისს (პირველი სესია) იქნება;

რაც შეეხება უცხოურს ენას გამოცდების განრიგი ასეთია: 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა;

მათემატიკის გამოცდა აბიტურიენტებს 10 ივლისს (პირველი და მეორე სესია) ექნებათ; ისტორიის 13 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და14 ივლისი (პირველი სესია);

ქიმიის გამოცდა 14 ივლისს (მეორე სესია) იქნება; სამოქალაქო განათლების 15 ივლისს (პირველი სესია); ბიოლოგიის 16 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარების (სომხურ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 17 ივლისს (პირველი სესია); გეოგრაფიის 20 ივლისს (მეორე სესია); ლიტერატურის 21 ივლისს (პირველი სესია); ფიზიკის 22 ივლისს (პირველი სესია).

რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულების საგამოცდო პროცესს, NAEC-ის ინფორმაციით, პედაგოგები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

განაგრძეთ კითხვა