დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს მუქარით ფულსა და ძვირფასეულობას სძალავდა - დანაშაულის დეტალები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან, დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას.
ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს