“თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - როგორ ეხმაურება გიორგი ქინქლაძე ილია თოფურიას მარცხს
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე სოციალურ ქსელში ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით მარცხს ეხმაურება.
"სპორტშიც, ისევე როგორც ცხოვრებაში, ყველაზე რთული ბრძოლები არ განსაზღვრავს ვინ ხარ, ისინი აჩვენებს, რისგან ხარ შექმნილი. ყველა ნამდვილ ჩემპიონს გამოუცდია მარცხის სიმწარე, მაგრამ სწორედ დაბრუნება წერს ისტორიას.
ილია, შენ უკვე აიტანე ჩვენი დროშა უმაღლეს მწვერვალებზე. ეს მხოლოდ ერთი თავია და არა ამ ისტორიის დასასრული. თავი მაღლა, ძმაო. საქართველო შენს გვერდითაა, ყოველთვის!", - წერს ქინქლაძე.
შეგახსენებთ, UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. ილიას MMA-ს კარიერაში ეს მარცხი პირველია. "მატადორის" ანგარიშზე 17 გამარჯვება და 1 წაგებაა.
37 წლის გეიჯისთვის ეს გამარჯვება 28-ე გახლდათ. მას 5 ბრძოლა აქვს წაგებული.
sportall.ge