მანქანის ქირაობა - რა უნდა იცოდეთ კომფორტული მგზავრობისთვის
მანქანის ქირაობა მოგზაურობისას თავისუფლებისა და მაქსიმალური კომფორტის გარანტიაა. მნიშვნელობა არ აქვს საზღვარგარეთ მოგზაურობთ, თუ ადგილობრივად გსურთ, კომფორტულად გადაადგილება, მანქანის ქირაობა ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია. იმისათვის, რომ მაგისტრალებზე, მთიან ადგილებში, ქვიან და მეორეხარისხოვან გზებზე თქვენი გადაადგილება, კომფორტული და სასიამოვნო იყოს, მანქანის დაქირავება სასურველი დროით საუკეთესო გამოსავალია.
თავიდან, მანქანის ქირაობა დღიურად ან ერთი კვირით შეიძლება ძვირი სერვისი მოგეჩვენოთ, თუმცა, თუ სრულ ხარჯებს კარგად გადახედავთ, ყველაფერი იცვლება:
- ჯგუფური მოგზაურობა - თუ ჯგუფურად, 3-4 ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობთ ან ადგილობრივად გადაადგილდებით, მანქანის ქირაობა ხარჯებს მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ. ქირის დროს, თუნდაც საწვავის ხარჯი ერთ ადამიანზე, იმაზე ნაკლები გამოდის, ვიდრე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ან ტაქსის საფასურია.
- კომფორტული მგზავრობა ზედმეტი ხარჯის გარეშე - ტაქსით ან მიკროავტობუსით მგზავრობისას ყოველი გაჩერება სასურველ ადგილზე ან ხედზე ფოტოს გადასაღებად ან საჭმელად, ხშირად დამატებით თანხასთან ასოცირდება. ნაქირავები მანქანით კი გაჩერებების რაოდენობა შეუზღუდავია. თქვენ მგზავრობთ სასურველი მარშრუტით და აჩერებთ იქ სადაც გინდათ.
- ქალაქგარეთ მარტივად გადაადგილება - ძალიან ხშირად ბევრი კულტურული ძეგლი, ღირსშესანიშნაობა ან ტურისტული ადგილი ქალაქგარეთ მდებარეობს. ასეთ ადგილებში ტაქსით მისვლა და დაბრუნება ზოგჯერ ერთი დღის ქირის ფასი ჯდება. მანქანის ქირაობით თქვენ მარტივად აღმოაჩენთ სასურველ ადგილებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტაქსით მგზავრობას თავისი პლუსები აქვს, მოგზაურობისას მანქანის ქირაობა გამოირჩევა უპირატესობებით:
- პირადი სივრცე და კომფორტი - მანქანის ქირაობის დროს , თქვენ მართავთ საჭეს, აკონტროლებთ კონდიციონერს და სიჩქარის მაჩვენებლებს. არ გიწევთ უცხო ადამიანთან (მძღოლთან) საუბარი ან მისი მართვის სტილთან შეგუება ან მითითებების მიცემა.
- დროის მენეჯმენტი - მანქანის ქირაობის დროს, ტაქსისთან შედარებით ზოგავთ დროს, თქვენ არ ელოდებით ტაქსის გამოძახებას ან სამარშრუტო ტაქსის შევსებას. მოძრაობას იწყებთ, როცა თქვენ გსურთ.
- ეკონომია შორ მანძილზე - თუ დღის განმავლობაში 3-ზე მეტი ლოკაციის მონახულებას გეგმავთ, ქირაობის ფასი ჯამურად ტაქსის ხარჯზე ბევრად ნაკლები იქნება.
- სპეციფიკური მანქანის ქირაობა - მანქანის ქირაობა კიდევ იმით არის კომფორტული, რომ შეგიძლიათ იქირაოთ 4x4 მაღალი გამავლობის ყველგანმავალი მანქანა, მთაში ასასვლელად, მაშინ როცა თქვენი პირადი ავტომობილი მხოლოდ ქალაქისთვისაა განკუთვნილი.
- კონფიდენციალობა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხალხმრავლობა, ხმაური და პიკის საათებისთვის დამახასიათებელი დისკომფორტი ხშირად მთელი დღის განწყობას აფუჭებს. ავტომობილის დაქირავება კი სწორედ იმ პერსონალურ სივრცესა და სიმშვიდეს გიბრუნებთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მგზავრობის დროს სრული კომფორტისთვის. მიუხედავად იმისა, ოჯახთან ერთად ისვენებთ, მეგობრებთან ერთად ერთობით თუ საქმიან შეხვედრაზე მიიჩქარით, თქვენ საშუალება გეძლევათ დატკბეთ მგზავრობით. თქვენ თავად ხართ საკუთარი მგზავრობის დამგეგმავი და აკონტროლებთ გადაადგილების ტემპს, ირჩევთ სასურველ მარშრუტს, არეგულირებთ გადაადგილების სიჩქარეს და უსმენთ იმ მუსიკას, რომელიც თქვენს განწყობას შეესაბამება. ეს არ არის მხოლოდ გადაადგილება, ეს არის მოგზაურობის ხარისხი, სადაც ყოველი დეტალი თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული.მარშრუტის მოქნილობა - ხშირად მანქანის ქირაობა იმით არის კარგი რომ , თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე გააჩეროთ მანქანა, იქ სადაც ლამაზი ტბა ან ციხესიმაგრეა. თუ გაუთვალისწინებელი რამ ხდება და მიზნები გეცვლებათ, შეგიძლიათ წამში შეცვალოთ მგზავრობის გეგმა. ტაქსის შემთხვევაში ეს ყოველთვის დისკომფორტს ან ზედმეტ გადასახადს უკავშირდება.იმისათვის, რომ თქვენი მგზავრობა მანქანის ქირაობის შემდეგ იმედგაცრუებით არ დასრულდეს, უმჯობესია გაითვალისწინოთ:
- წაიკითხეთ მომხმარებლის გამოხმაურება - იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც ისარგებლა მანქანის ქირაობის სერვისით , მოგცემთ რეალურ სურათს, რამდენად გამოგადგებათ ქირაობის ეს სერვისი.
- შეამოწმეთ დაზღვევის პირობები - სანამ მანქანას იქირავებთ დარწმუნდით, რომ ფასში შედის მესამე პირის დაზღვევა და კასკო. იკითხეთ, რა მოხდება ავარიის ან მანქანის დაზიანების შემთხვევაში.
- ვიზუალური შემოწმება - მანქანის ქირაობის დროს, მანქანას გადაუღეთ ფოტო/ვიდეო და ასევე ეს მოქმედება გაიმეორეთ მანქანის ჩაბარებისას. ამ მოქმედებით თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და ზედმეტ ხარჯს.
მანქანის ქირაობის დროს კიდევ რამდენიმე დეტალია, რისი ცოდნაც ამ პროცესში დაგეხმარებათ.
- მართვის მოწმობა - საქართველოში უცხოური მართვის მოწმობა ვალიდურია, თუ ის ლათინური შრიფტითაა დაწერილი.
- ასაკობრივი შეზღუდვა - გამქირავებელთა უმეტესობა მოითხოვს, რომ მძღოლი იყოს მინიმუმ 21 ან 23 წლის და ჰქონდეს ავტომობილის მართვის 2-წლიანი გამოცდილება.
- საწვავი - ყველაზე გავრცელებულია, როდესაც გამქირავებელი გაბარებთ მანქანას სავსე ავზით და აბარებთ ასევე სავსეს.
- დეპოზიტი - მოემზადეთ, რომ გამქირავებელმა შესაძლოა მოგთხოვოს დეპოზიტიც, რაც მანქანის დაუზიანებლად დაბრუნების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ.
მანქანის ქირაობა საქართველოში არ არის მხოლოდ გადაადგილება, ეს არის საშუალება, შეიგრძნოთ მოგზაურობის რიტმი, გაჩერდეთ იქ, სადაც მოგესურვებათ და აქციოთ მგზავრობა თქვენი დასვენების საუკეთესო ნაწილად. ხშირად გზების სპეციფიკა სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში განსხვავებულია. საქართველოში მანქანის მართვა ერთ-ერთი საუკეთესო თავგადასავალია, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მთავარი დეტალები, მათ შორის:
- მთიანი რელიეფი - მთიან სოფლებსა და რეგიონებში, გზები ხშირად დაკლაკნილია ან ქვა-ღორღიანია. ამიტომ, თუ გამოუცდელი მძღოლი ხართ, მოერიდეთ ღამით ნაქირავები მანქანით მგზავრობას მთიან ადგილებში და უღელტეხილებზე. ეს მიდგომა განსაკუთრებით დაგეხმარებათ გაიმარტივოთ გადაადგილება ცივ სეზონზე.
- ცხოველები გზაზე - ნუ გაგიკვირდებათ, თუ ცენტრალურ მაგისტრალზე ძროხების ჯგუფს ან ცხვრის ფარას შეხვდებით, ეცადეთ იყოთ მაქსიმალური ყურადღებით და არ დააზიანოთ ცხოველი ან ნაქირავები ავტომობილი.
- ადგილობრივი მძღოლები - ხშირად მძღოლები, რომლებიც წლები მართავენ საჭეს, ნაკლებად იცავენ გზაზე მოძრაობის ყველა წესს, ამიტომ მოძრაობის დროს უნდა იყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. შეინარჩუნეთ დისტანცია და საჭე გონივრულად მართეთ.
თუ მანქანა იქირავეთ და უკვე დროა რომ მფლობელს ჩააბაროთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები.
- ვიზუალური დათვალიერება - გადაუღეთ ვიდეო მანქანას ყველა მხრიდან, იმ შემთხვევაში თუ არსებობს დაზიანება დააფიქსირეთ მასზე არსებული ნაკაწრები.
- საწვავის დონე - შეამოწმეთ, რამდენი საწვავია ავზში. აუცილებელია, ჩვეულებრივ, რა საწვავის დონითაც იბარებთ, ისე უნდა დააბრუნოთ.
- საბურავები - დარწმუნდით, რომ მანქანას ოთხივე საბურავი სეზონური აქვს. (ზამთარში - ზამთრის, ზაფხულში - ზაფხულის). საქართველოში ეს კანონით სავალდებულოა.
- პარკირება - თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქში პარკირება ფასიანია. იკითხეთ, აქვს თუ არა მანქანას პარკირების უფასო სერვისი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები თქვენს დეპოზიტს დააკლდება.
მანქანის ქირაობის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენ საჭიროებებსა და ბიუჯეტს. მანქანის არაერთი კლასი და მოდელი არსებობს, განსაკუთრებით მოთხოვნადია ეკონომ კლასი. ეს არის პატარა, მოქნილი და საწვავის მოხმარების მხრივ ეკონომიური მანქანები (მაგ: Toyota Vitz, Ford Fiesta, VW Polo). ამ კლასის ავტომობილის ქირაობა იდეალურია წყვილებისთვის ან მარტო მოგზაურებისთვის, რომლებიც ძირითადად ქალაქის ქუჩებში მოძრაობენ. მთავარი უპირატესობა ამ კლასის ავტომობილებში საწვავის მინიმალური ხარჯი და პარკირების სიმარტივეა ვიწრო ქუჩებში.
რაც შეეხება, სტანდარტულ სედანებს (მაგ: Toyota Camry, Hyundai Elantra). ამ ტიპის ავტომობილების ქირაობა საუკეთესოა 3-4 კაციანი ჯგუფებისთვის, მათთვის ვისაც ბევრი ბარგი აქვს და კომფორტულად მგზავრობაც სურს . ხოლო, მაღალი გამავლობის მანქანები (მაგ: Toyota RAV4, Mitsubishi Pajero, Jeep). საქართველოში მოგზაურობისას ეს კლასი ყველაზე პოპულარულია. თუ გეგმავთ ყაზბეგის სვანეთის ან თუშეთის მონახულებას, თქვენი ერთადერთი საუკეთესო არჩევანია. გამოირჩევა უსაფრთხოებით რთულ რელიეფზე.
იმისთვის, რომ მანქანით მგზავრობა იყოს ბიუჯეტური და არ მოგიწიოთ ზედმეტი თანხების გადახდა, უმჯობესია, გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი, მათ შორის:
დაჯავშნეთ ადრე - მანქანის ქირაობის ფასები იზრდება მოთხოვნის შესაბამისად. სეზონზე (ზაფხული/ზამთარი) 2 კვირით ადრე დაჯავშნა 30%-ით უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე წინა დღეს.
ლოკაცია - აეროპორტში მანქანის ქირაობა კომფორტულია, მაგრამ საკმაოდ ძვირია. ქალაქის ცენტრში მანქანის ქირაობა ბევრად უფრო იაფია.
საწვავის პოლიტიკა - ყოველთვის აირჩიეთ ეს პირობა, როცა თქვენ ქირაობთ მანქანას სავსე ავზით და აბრუნებთ სავსე ავზით. თუ კომპანიას დაუბრუნებთ ნახევრად ცარიელს, ისინი საწვავის საფასურს საბაზროზე ბევრად ძვირად დაგიანგარიშებენ.
თუ გსურთ, რომ თქვენი მგზავრობა, სასურველი მარშრუტით, ერთდროულად იყოს სასიამოვნო, კომფორტული, უსაფრთხო და გონივრულ ბიუჯეტზე მორგებული, მანქანის ქირაობის პროცესი ახლავე უნდა დაიწყოთ. წარმატებული დასვენების და მშვიდი გადაადგილების მთავარი საიდუმლო სანდო მანქანის გამქირავებლის შერჩევაშია, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ მანქანა რომელსაც ქირაობთ, კომფორტული და თქვენ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულია.
NS