რუსები მოდიან - საქართველოზე მოთხოვნა 66%-ით გაიზარდა
საქართველო წამყვან სამეულს ხურავს იმ ქვეყნებს შრის, სადაც ზაფხულში რუსეთიდან მოგზაურობებზე მოთხოვნა ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაიზარდა.
ამის შესახებ სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის სერვის „ოსტროვოკის“ კვლევაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.
კერძოდ, რუსებს შორის საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა, 2025 წელთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა.
პირველ ადგილზე ვიეტნამია, რომელთანაც წლევანდელ სეზონზე რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლის გაზრდის გამო ტურისტული მოთხოვნა გაორმაგდა, მეორე ადგილზე კი 83%-იანი ზრდით ჩინეთია.
საქართველოს მეოთხე ადგილზე 58%-ით კორეის რესპუბლიკა მოსდევს, შემდეგი კი სათითაოდ 45%-იანი ზრდით სომხეთი და უზბეკეთია. თურქეთსა და იაპონიაში რუსებს შორის მოგზაურობაზე მოთხოვნა ერთ წელიწადში 35%-ით აიზარდა.
“ოსტროვოკი” თავის რეიტინგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთს ტრადიციულად ცალკე მიმართულებად ასახელებს, სადაც მოთხოვნა წლის განმავლობაში, ასევე, მნიშვნელოვნად, 26%-ით გაიზარდა.