“იმ ასაკში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ბიჭს ხულიოს ვადარებდი“ - ხულიო იგლესიასის სიყვარულით ნასწავლი ენა, გადაცემა და ამბები პირადი ცხოვრებიდან თეა გვასალიას “სახალხო ინტერვიუში“
"მოგესალმებით, ეს არის გადაცემა "სახალხო ინტერვიუ“. მე თეა გვასალია ვარ და შეგიძლიათ მომდევნო ნახევარი საათი ჩემთან ერთად გაატაროთ“, " ასე დაიწყო "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი გადაცემა. პროექტი, რომელზეც Ambebi.ge და "პალიტრანიუსი“ ერთობლივად მუშაობს. დიახ, გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი, მთარგმნელი და ესპანისტი თეა გვასალია გახლდათ. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
თინა:
- ქალბატონო თეა, მოგესალმებით. რას საქმიანობთ ამ ეტაპზე?
- ახლა ჩემი ძირითადი საქმიანობით ვარ დაკავებული, ანუ მთლიანად ესპანურ ენაზე ვარ გადართული: მყავს მოსწავლეები, ვწერ სახელმძღვანელოებს ესპანურის შემსწავლელთათვის და ვთარგმნი წიგნებს.
ანა:
- ესპანური ენით და ესპანეთით ასე რამ დაგაინტერესათ?
- მართალი გითხრათ, ნამდვილად არ მახსოვს, რამ გამოიწვია ესპანურით ჩემი დაინტერესება ან რა უნდა მომესმინა ასეთი ჩემს შორეულ, საბჭოთა ბავშვობაში, რომ ამ ენაზე გადავრეულიყავი. უბრალოდ მახსოვს " რაც თავი მახსოვს, ვამბობდი, რომ ესპანური უნდა ვისწავლო"მეთქი. მერე სიტყვებს ვიგონებდი და ვამტკიცებდი, ესპანურად ვლაპარაკობ"მეთქი. არ ვიცი, მთელ ჩემს ცხოვრებას წამყვან თემად გასდევდა ის, რომ ესპანური უნდა მესწავლა, თანაც ესპანეთში და ცხოვრების გარკვეული პერიოდი იქ უნდა გამეტარებინა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც მოხდა.

დათა:
- რამდენ ხანში ისწავლეთ ესპანური ენა და რა არის ამისთვის საჭირო? მეც მინდა მისი შესწავლა...
- ჩემ დროს ენების სწავლება სულ სხვანაირად იყო, ახლა სხვანაირად არის, ამიტომ თქვენთვის ეს გაცილებით სწრაფი პროცესი იქნება. ახლა უამრავი საშუალება არსებობს " ინტერნეტით დაწყებული, ყველანაირი სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია. შეგიძლიათ ინტერნეტში შეხვიდეთ და ყურში 24 საათი ესპანური გესმოდეთ. ჩემ დროს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა იყო: ძლივს ნაშოვნი სახელმძღვანელოებითა და ლექსიკონებით ვსწავლობდით. პირადად ჩემ შემთხვევაში, ღამით შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ უცხოური არხების მოსმენა მხოლოდ შუაღამისას შეიძლებოდა, დანარჩენ დროს რატომღაც ახშობდნენ. არსებობს ესპანეთის საგარეო რადიო, რომელსაც "რადიო ესტერიორ დე ესპანია“ (Radio Exterior de España) ჰქვია, ახლაც გადის ეთერში. აი, იმას ვუსმენდი ხოლმე მთელი ღამე და იქიდან გავიგე ყველაფერი: ვინ იყო ესპანეთის პრემიერ"მინისტრი, მინისტრების სახელები, სოციალური ცხოვრება... ყველაფერი იქიდან ვისწავლე.
ჩემ შემთხვევაში, სწავლის დაწყებიდან ალბათ მესამე თუ მეოთხე წელს შევხვდი პირველ ესპანელს, რომელმაც ჩემი ცხოვრების უდიდესი კომპლიმენტი მომიძღვნა. მას ესპანელი ვეგონე და მკითხა: "ქართული საიდან ისწავლეთო?“ ეს არასოდეს დამავიწყდება, ამაზე დიდი ქათინაური ცხოვრებაში არ მიმიღია. სამი"სამნახევარი წელი დამჭირდა ამ დონისთვის რომ მიმეღწია, მაგრამ თქვენთვის ეს გაცილებით მარტივი და სწრაფი პროცესი იქნება.
ბექა:
- მკაცრი პედაგოგი ხართ?
- მკაცრი პედაგოგი არ ვარ. რატომღაც ასეთი იმიჯი მაქვს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჯერ ერთი, იმიტომ არ ვარ მკაცრი, რომ ჩემი მოსწავლეები ძალიან შემდგარი, ჩამოყალიბებული ადამიანები არიან; ზუსტად იციან, რისთვის სჭირდებათ ესპანური და ჩემსავით ყოველი წუთი გათვლილი აქვთ. ასე რომ, ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მე მათ ყველაფერს დაწვრილებით ვუხსნი, "ვუღეჭავ“ და თავში ვუდებ, დანარჩენი კი მათი გასაკეთებელია " თავად უნდა გამონახონ დრო, რომ ჩემი ახსნილი კარგად გაითავისონ. საბოლოოდ, ყველასთან ვმეგობრობ და ჩვენი ურთიერთობა მოსწავლე"მასწავლებლის ჩარჩოებიდან ყოველთვის მეგობრობაში გადადის.
ერთადერთი შემთხვევა, როცა მკაცრი, უფრო სწორად, დაუნდობელი ვხდები, არის მაშინ, როცა მოსწავლე მეუბნება, რომ კონკრეტული ბოლო ვადა აქვს, მაგალითად, B2 ან C1 დონის გამოცდა უნდა ჩააბაროს. თუ დროში ვიწვებით, ადამიანმაც მაქსიმუმი უნდა დადოს და მეც მაქსიმუმი უნდა მივცე, ეს ცხადია. სხვა მხრივ კი, ჩემი აზრით, მკაცრი არ ვარ.