ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მეზობელი ქალი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი კახეთში მომხდარ დანაშაულზე? - კვირის პალიტრა

ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მეზობელი ქალი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი კახეთში მომხდარ დანაშაულზე?

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქა­ლაქ წნორ­ში ცოლ-ქმარს შო­რის და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას მე­ზო­ბე­ლი ქალი ემსხვერ­პლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან" ავ­რცე­ლებს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მე­უღ­ლეს­თან კონ­ფლიქ­ტის დროს მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და, რა დრო­საც მსხვერ­პლმა დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა."და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩა­რე­ვა მე­ზო­ბელ­მა ქალ­მა სცა­და, რის შემ­დე­გაც ის შე­უძ­ლოდ გახ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ფაქ­ტი გუ­შინ მოხ­და. შემ­თხვე­ვის გა­რე­მო­ე­ბებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ" - წერს გა­მო­ცე­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ ქალს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, ის სა­ვა­რა­უ­დოდ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­ღუ­პა. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126¹ მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.