ცნობილია ტრავმების სრული სამედიცინო დასკვნა - ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს - კვირის პალიტრა

ცნობილია ტრავმების სრული სამედიცინო დასკვნა - ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს

მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, თუმ­ცა ახლა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და რე­ა­ლო­ბა - ილია თო­ფუ­რია 2026 წელს ოქ­ტა­გონ­ზე აღარ დაბ­რუნ­დე­ბა. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე მის გუნდში ამა­ზე, რა თქმა უნდა, სა­ერ­თოდ არ ფიქ­რო­ბენ. "მა­ტა­დორ­მა" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი უკვე სახ­ლში და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც გუ­შინ ვა­შინგტო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო და­ტო­ვა. იქ ის „UFC Casa Blanca“-ს ტურ­ნი­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს.

სპორ­ტსმენს ორი­ვე მხა­რეს ორ­ბი­ტა­ლუ­რი ძვლის (თვალ­ბუ­დის) მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა გა­და­ად­გი­ლე­ბის (წა­ნაც­ვლე­ბის) გა­რე­შე. ეს არის სა­ბო­ლოო სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა, რო­მე­ლიც მისი გა­რე­მოც­ვი­დან გავ­რცელ­და.პო­ზი­ტი­უ­რი სი­ახ­ლე კი ის არის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრავ­მის გამო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი, რომ­ლი­საც ყვე­ლას ეში­ნო­და, თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი. თეთ­რი სახ­ლის სამ­ხრეთ გა­ზონ­ზე ჯას­ტინ გე­ი­ჯის­თან (28-5) გა­მარ­თუ­ლი უმ­ძი­მე­სი ბრძო­ლის შემ­დეგ, მას მარ­ჯვე­ნა თვა­ლი უფრო მე­ტად აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ვიდ­რე მარ­ცხე­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რამ­დე­ნად მძი­მედ შე­იძ­ლე­ბა ჟღერ­დეს ეს დი­აგ­ნო­ზი, ილია თო­ფუ­რი­ას გა­რე­მოც­ვა მისი სპორ­ტუ­ლი მო­მავ­ლის თა­ო­ბა­ზე სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებს. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა­ვენ, მას ახლა უბ­რა­ლოდ სრუ­ლი დას­ვე­ნე­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა. ვრცლად