ახალი სკანდალი თურქულ შოუბიზნესში: საშვილოსნოს ოპერაცია თუ პლასტიკურ ოპერაციებში დახარჯული ასტრონომიული თანხები - სერიალების ვარსკვლავს ბირან დამლა ილმაზს გერმანიის პოლიცია ეძებს
თურქული შოუბიზნესი ახალმა სკანდალმა ააფეთქა. თურქ მსახიობს, 29 წლის ბირან დამლა ილმაზს გერმანიის პოლიცია ეძებს. ტელეკომპანია TV8-ის ეთერში, გადაცემა „Gel Konuşalım“-ში, ცნობილმა ჟურნალისტმა მეჰმეტ უსთუნდაღმა ნამდვილი ბომბი ააფეთქა - ჰამბურგის სასამართლომ ვარსკვლავის დაკავების ბრძანება გასცა. ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ის დოკუმენტები და ინვოისებიც კი აჩვენა, რომლებიც საქმეში ფიგურირებს.
ეს ხმაურიანი ისტორია კოსმიურ ვალებს, კლინიკებსა და მსახიობის ყოფილ შეყვარებულს უკავშირდება.

ასტრონომიული ხარჯები სილამაზისთვის: რაში დაიხარჯა 144 ათასი ევრო?
გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის წინ ბირან დამლა ილმაზი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. სწორედ მაშინ გაჩნდა მის ანგარიშზე გიჟური ციფრები, რომლებითაც მოგვიანებით გერმანული საგადასახადო უწყებები დაინტერესდნენ.
როგორც ახალი დეტალებიდან ირკვევა, საქმის მასალებში არსებული 144 000 ევროს ღირებულების ინვოისები, ძირითადად, სამედიცინო მომსახურებასა და ძვირადღირებულ პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებს უკავშირდება. მსახიობმა ესთეტიკურ კლინიკებში გაწეული ხარჯების გადახდა დააგვიანა, რის გამოც ოფიციალური სამართლებრივი პროცესები ამოქმედდა.
სასამართლო ჰამბურგში და პოლიციის რეიდი ყოფილი ბოიფრენდის ბინაში
ვინაიდან ილმაზმა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა, ჰამბურგის სასამართლომ ის ოფიციალური ფინანსური დეკლარაციის წარსადგენად დაიბარა. მსახიობის უარისა და პროცესის იგნორირების გამო, საქმეში სააღსრულებო ბიურო ჩაერთო, რასაც დაკავების ორდერის გამოცემა მოჰყვა.
სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა მსახიობის ყოფილი შეყვარებული - ბიზნესმენი აბდურაჰმან აიდინი. აიდინი ბიზნესწრეებში კარგად არის ცნობილი, ის გერმანული ყავის ბრენდის, Doppio Coffee Roastery-ის დამფუძნებელია, რომელიც თურქეთის ბაზარზეც შემოიყვანა.