რა დაჯდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია?! - კვირის პალიტრა

რა დაჯდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია?!

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ახლიდან გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მთავარი გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წინა ტენდერი აპრილში გამოცხადდა, თუმცა შესყიდვა არ შედგა. მაშინ, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 16 780 886 ლარი იყო.

რაც შეეხება, 15 ივნისს ახლიდან გამოცხადებულ ტენდერს, დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი მათ შორის, გულისხმობს, გამზირის მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობას, ასევე დაგეგმილია ახალი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობაც.

„ტექნიკური დავალების მიხედვით და დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებულია გზის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობა, რომლის გეომეტრიული პარამეტრები და ადგილმდებარეობა გეგმაში შეთანხმებულია დამკვეთთან.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია ახალი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა სულ16 ცალი, რომელიც დაერთდება არსებული წყლის მილებზე, ხოლო მათი ადგილმდებარეობა შეთანხმებულია შესაბამის სამსახურებთან,“ - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, ჯამში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19 954 650 ლარია.

განაგრძე კითხვა